ჟინვალში ხანძარია. როგორც ცნობილია, ცეცხლი 1 ჰექტრამდე ტერიტორიას უკიდია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ ცეცხლი ბალახებსა და ეკალ-ბარდებს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.