06 ოქტომბერი 2024,   20:14
ვრცლად
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია სამხრეთ კაროლინაში მსხვერპლით დასრულდა

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია სამხრეთ კაროლინაში მსხვერპლით დასრულდა. ინცინდენტი ქალაქ ჩარლსტონის ცენტრში მოხდა. ერთ-ერთ რესტორანში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ინფრომაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ პოლიციამ ბოროტმოქმედს ესროლა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით თავდამსხმელის მდგომარეობა კრიტიკულია. გამოძიება ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს. ძალოვანების ინფრომაციით, მსროლელი ამავე რესტორნის თანამშრომელია. ვარაუდობენ, რომ ბოროტმოქმედს ფსიქიური აშლილობა აქვს, რადგან რესტორანში შეჭრისას ის აცხადებდა, რომ ჩარლსტონის ახალი მეფეა და ხალხს მორჩილება მოსთხოვა.

დღის ამბები