06 ოქტომბერი 2024,   20:16
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნები დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნები დაიწყო. სამხრეთის სამხედრო ოლქის პოლკოვნიკის განცხადებით, რუსულ ბაზაზე სრული საბრძოლო მზადყოფნა გამთენიისას გამოცხადდა. სწავლებაში სამი ათასი ჯარისკაცი და 700 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

წვრთნების ფარგლებში ჯარისკაცები სამხედრო აღჭურვილობისა და ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის უნარებში ვარჯიშობენ. რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, ეს გეგმიური სწავლებაა, რომელიც აფხაზეთში მდებარე ბაზაზე რეგულარულად იმართება.

დღის ამბები