23 დეკემბერი 2024,   02:07
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ხანძარს მე-6 დღეა, აქრობენ

ბორჯომის ხეობაში ხანძარს ისევ აქრობენ. სტიქიის მეექვსე დღეს ხეობაში ხანძრის ახალი, თუმცა მცირე, კერა ისევ გაჩნდა. ცეცხლი წაღვერის მიმართულებით არჯევანიძეების ტყის ნაწილს მოედო.

დღეს დილიდან ბორჯომის ხეობაში საჯარისო დანაყოფები შეიყვანეს. აღმოსავლეთ სარდლობის ათასამდე ჯარისკაცი სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 06:00 საათზე გამოჩნდა.

სტიქიის მეექვსე დღეს ბორჯომის ხეობაში ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში მძიმე ტექნიკა ინტენსიურად მონაწილეობს.

ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად ევროკავშირი სატელიტურ გადაღებებზე წვდომას უზრუნველყოფს. ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კარლო ნატალე, ბორჯომის ხეობაში პრემიერმინისტრს შეხვდა. მისი განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ექსპერტებითაც დაეხმარება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები