06 ოქტომბერი 2024,   20:15
ვრცლად
ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან, სამართალდამცველებს თავს შეიარაღებული კაცი დაესხა

ლონდონში  სამართალდამცველებზე თავდასხმა მოხდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი ბუკინგემის სასახლესთან მდებარე სავაჭრო ცენტრში პოლიციელებს დაესხა თავს.

სკოტლანდ იარდის ინფრომაციით, სამართალდამცველებმა საეჭვო პირი შენიშნეს, რომელსაც ცივი იარაღი აღმოაჩნდა და მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

დაპირისპირების შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა.

ძალოვანებმა თავდამსხმელი დააკავეს, მისი ვინაობა ამ დროისთვის არ ხმაურდება.

ტერაქტის კვალიფიკაცია თავდასხმისთვის არ მიუნიჭებიათ, თუმცა ცნობილია, რომ მომხდარს კონტრ-ტერორისტული დეპარტამენტი იძიებს.

დღის ამბები