06 ოქტომბერი 2024,   20:18
ვრცლად
რუსეთი სამხედრო წვრთნასთან დაკავშირებით NATO-ს მოთხოვნას პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხედრო წვრთების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოთხოვნას პასუხობს.

ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ სწავლებაში რუსეთის მხრიდან 5500 სამხედრო და 700-ს ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.

სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნა მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს.

მანევრები 14-დან 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში სამხედრო ქმედებების გააქტიურებაშიც ადანაშაულებს. ალიანსის ჯარისკაცები ამ დროისთვის ლატვიაში ვარჯიშობენ. 

დღის ამბები