06 ოქტომბერი 2024,   20:17
ვრცლად
ჩინეთს ტროპიკული შტორმი "პაკჰარი" დაატყდა თავს

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩინეთს მეორე ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. ტროპიკული შტორმი სახელწოდებით "პაკჰარი" კვლავ ჰონგ-კონგსა და მაკაოს რეგიონს უტევს.

სტიქიის ზონაში განგაშის მერვე დონეა გამოცხადებული. გავრცელებული ცნობით, ტროპიკული შტორმის ეპიცენტრი ამ დროისთვის სანაპიროდან 80 ილომეტრშია, ქარის სიჩქარე კი წამში 33 მეტრს აღწევს.

ჩაკეტილია მოძრაობა რამდენიმე ხიდზე და შეჩერებულია საბორნე მიმოსვლა. ტაიფუნის გამო ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობაც შეფერხდა. უკვე გადაიდო 300-ზე მეტი ავიარეისი.

ტაიფუნ "ჰატოს" რამდენიმე დღის წინ ჩინეთში 17 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები