06 ოქტომბერი 2024,   20:13
ვრცლად
ბრიუსელის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ბრიუსელის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. თავდასხმა ბელგიის დედაქალაქის ცენტრში ორი დღის წინ მოხდა.

დანით შეიარაღებული მამაკაცი ორ სამხედროს დაესხა თავს, თუმცა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლის დროს მიყენებული ჭრილობებისგან თავდამსხმელი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ის წარმოშობით სომალელი იყო, რომელიც ბელგიაში 2004 წლიდან ცხოვრობდა, ორი წლის წინ კი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.

დღის ამბები