06 ოქტომბერი 2024,   20:13
ვრცლად
გერმანიაში ანგელა მერკელის საარჩევნო შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა

გერმანიაში დემონსტრანტებმა ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელის საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ინციდენტი ქალაქ კვედლინბურგში მოხდა. გერმანიის კანცლერი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხმამაღალი შეძახილები და სტვენა დაიწყეს.

დემონსტრანტები უკმაყოფილებას მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ გამოხატავდნენ და მერკელს მატყუარა უწოდეს. კანცლერმა მომიტინგეებს მიმართა და განაცხადა, რომ მათი უკმაყოფილო შეძახილები და გაბრაზება გერმანიის პრობლემებს ვერ გადაჭრის.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერსაა დანიშნული. ანგელა მერკელს კანცლერის პოსტის შენარჩუნება მეოთხე ვადით სურს.

დღის ამბები