06 ოქტომბერი 2024,   20:16
ვრცლად
ინტერნეტთავისუფლების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია მოსკოვში დაკავებებით დასრულდა

ინტერნეტთავისუფლების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია მოსკოვში დაკავებებით დასრულდა. სახაროვის გამზირზე ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი ხელისუფლების მხრიდან ინტერნეტცენზურის შეჩერებას მოითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა აქციაზე 20-მდე ადამიანი დააკავეს. რამდენიმე საათის შემდეგ 11 მათგანი პოლიციის განყოფილებიდან პროტოკოლების შედგენის გარეშე გაათავისუფლეს, 6 დაკავებულს კი აქციის გამართვის წესების დარღვევას ედავებიან.

დღის ამბები