06 ოქტომბერი 2024,   20:14
ვრცლად
კალიფორნიაში საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა

კალიფორნიაში საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა.

ქალაქ ბერკლის ქუჩებში მემარჯვენე და მემარცხენე დაჯგუფებების მხარდამჭერები გამოვიდნენ.

აქცია მშვიდობიანი მსვლელობით დაიწყო, თუმცა ცოტა ხანში დემონსტრანტებს შორის ჩხუბი ატყდა.

ისინი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცრემლსადენი გაზის ბალონებიც გამოიყენეს. დაპირისპირებული მხარეები პოლიციელებმა გააშველეს და 14 მომიტინგე დააკავეს.

დღის ამბები