06 ოქტომბერი 2024,   20:13
ვრცლად
ფრანგული კინოს ვარსკვლავი, მირეი დარკი, გარდაიცვალა

79 წლის ასაკში ფრანგული კინოს ვარსკვლავი, მირეი დარკი, გარდაიცვალა. ოფიციალური მიზეზი არ სახელდება.

ცნობილია, რომ შარშან მირეი დარკმა ინსულტი სამჯერ გადაიტანა.

მას 50 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს მოუტანა ივ რობერის ფილმმა "მაღალი ქერა მამაკაცი შავ ფეხსაცმელში", რომელიც კინოეკრანებზე 1972 წელს გამოვიდა.

მირეი დარკი ალენ დელონის ყოფილი პარტნიორი იყო. მათ ერთად 15 წელი გაატარეს.

დღის ამბები