06 ოქტომბერი 2024,   20:13
ვრცლად
დაღესტანში სროლის დროს ორი სამართალდამცველი მოკლეს

დაღესტანში ორი სამართალდამცველი მოკლეს. თავდასხმა ქალაქ კასპიისკში მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანით შეიარაღებული პირები პოლიციელებს იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ისინი ბენზინგასამართ სადგურზე იმყოფებოდნენ.

ორმხრივი სროლის დროს ორი ეჭვმიტანილიც დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. მომხდარის შემდეგ დაღესტანში სპეცოპერაცია დაიწყო.

დღის ამბები