06 ოქტომბერი 2024,   20:18
ვრცლად
ტეხასში სტიქიის შედეგების გასაცნობად დონალდ ტრამპი გაემგზავრება

შტორმი და წყალდიდობა ტეხასში. სამაშველო ოპერაციის ეპიცენტრი ქალაქი ჰიუსტონია, რომელსაც წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გარდა, საფრთხეს ორი წყალსაცავიც უქმნის.

მდინარე ბრაზოსის გასწვრივ მდებარე დასახლებებში მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. ჰიუსტონის ქუჩებში წყლის დონე ერთ მეტრს აჭარბებს. ქალაქში გადაადგილება შეუძლებელია. მაშველებს დატბორილ სახლებში ჩარჩენილი ხალხი თავშესაფრებში ნავების დახმარებით გადაჰყავთ.

გასული 24 საათის განმავლობაში მაშველებმა დატბორილი სახლებიდან 2 ათასი ადამიანი გადაარჩინეს. ვერტმფრენით გამოჰყავდათ ხალხი, რომლებიც სტიქიის ზონის დატოვებისას წყლით დაფარულ გზებზე აღმოჩნდნენ.

სტრატეგიული ობიექტების გარდა, ელექტროენერგია არ მიეწოდება ათასობით ოჯახს. დაიხურა სკოლები, დაწესებულებები და აეროპორტებიც.

სტიქიის ზონაში ეროვნული გვარდიის დამატებითი ქვედანაყოფები გაიგზავნა. ხვალ კი ადგილზე ვითარების გასაცნობად ტეხასში დონალდ ტრამპიც გაემგზავრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები