06 ოქტომბერი 2024,   20:13
ვრცლად
ძლიერი შტორმი ტეხასში - სტიქიას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერი შტორმის გამო ტეხასის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა ლუიზიანას შტატში გამოცხადდა. სტიქიას რეგიონში სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. ევაკუირებულია 30 ათასზე მეტი ადგილობრივი. სამაშველო ოპერაციაში სამხედრო მოსამსახურეები და ავიაციას არის ჩართული.

შტორმმა "ჰარვიმ" ყველაზე მეტად ქალაქი ჰიუსტონი დააზარალა - პარალიზებულია საავტომობილო მიმოსვლა, დატბორილია აეროპორტები. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში კვლავ ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰიუსტონში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

დღის ამბები