06 ოქტომბერი 2024,   20:14
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტუკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტუკური რაკეტა გაუშვა. დაუდგენელი ტიპის რაკეტამ იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ხოკაიდოს გადაუფრინა და ზღვაში ჩავარდა. იაპონური მედიის ცნობით, ჩამოვარდნამდე ის რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მომხდარს ოფიციალურ ტიკიოში უპრეცენდენტოდ საშიში ქმედება უწოდეს. საპასუხოდ სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მდებარე პოლიგონზე სამხედრო სწავლების ფარგლებში რამდენიმე ბომბი ჩამოაგდო. სამხრეთ კორეის, იაპონიისა და შეერთებული შტატების მოთხოვნით გაეროს უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომა დღეს გაიმართება.

დღის ამბები