06 ოქტომბერი 2024,   20:17
ვრცლად
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები გამოსწორდება

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გამოსწორდება. ამის შესახებ მან ფინელ კოლეგასთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთი დიდი, ბირთვული სახელმწიფოა და თუ ამერიკას მასთან კარგი ურთიერთობა ექნება, ეს კარგი იქნება მსოფლიოში მშვიდობისთვის.

„დარწმუნებული ვარ ერთ დღეს ასეც მოხდება,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რამდენიმე დღის წინ "ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ტრამპის კომპანია მოსკოვში ტრამპ ტაუერის აშენების საკითხს განიხილავდა.

დღის ამბები