06 ოქტომბერი 2024,   20:12
ვრცლად
ანგელა მერკელი თურქეთს გერმანიის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი თურქეთს გერმანიის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანიის მოთხოვნა მკაფიოა - თურქეთმა ყველა დაკავებული გერმანელი უნდა გაათავისუფლოს. ამ დროისთვის თურქეთის ციხეში სამი გერმანელი იმყოფება. ორი ჟურნალისტი, მესამე კი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის თანამშრომელია.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილიც გამოთქვა. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ არსებული რეალობის გათვალისწინება აუცილებელია.

დღის ამბები