06 ოქტომბერი 2024,   20:15
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა კვლავ რაკეტების გაშვებით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეა კვლავ რაკეტების გაშვებით იმუქრება. ფხენიანში აცხადებენ, რომ გუშინდელი გამოცდა გუამის შეკავების ოპერაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.

საშუალო სიშორის რაკეტა, რომელმაც გუშინ იაპონიას გადაუფრინა, ფხენიანის პოლიგონიდან პირველად გაუშვეს.

ჩრდილო კორეა ირწმუნება, რომ გამოცდა მიმართული იყო რეგიონში ამერიკელების მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო სწავლებების წინააღმდეგ.

რაკეტის გაშვება დაგმო საერთაშორისო გაერთიანებამ. გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანის ქმედებებს აღმაშფოთებელი უწოდა და სარაკეტო გამოცდების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები