06 ოქტომბერი 2024,   20:19
ვრცლად
შტორმი ტეხასსა და ლუიზიანაში - დაიღუპა, სულ მცირე, 22 ადამიანი

ტეხასისა და ლუიზიანას სამაშველო სამუშაოები შტატებში ამ დრომდე მიმდინარეობს.

ქალაქ ჰიუსტონის შემდეგ ტროპიკულმა შტორმმა "ჰარვიმ" წყალდიდობა ქალაქ პორტ-არტურში გამოიწვია.

ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 22 ადამიანი.

მაშველები დაკარგულებს ეძებენ. 32 ათასამდე ადამიანი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდათ, ამ დრომდე თავშესაფრებში იმყოფება.

ადგილზე 8 ათასზე მეტი მაშველი და 24 ათასამდე ეროვნული გვარდიის წარმომადგენელია მობილიზებული.

ექსპერტების შეფასებით, რეგიონს 160 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. დღეს ტეხასში შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს ელოდებიან.

დღის ამბები