06 ოქტომბერი 2024,   20:15
ვრცლად
ქალაქ ჰიუსტონთან ქიმიურ ქარხანაში აფეთქებაა მოსალოდნელი - ადგილობრივი ხელისუფლება საფრთხის პრევენციას ვერ ახერხებს 

წყალდიდობის გარდა, ტეხასის ქალაქ ჰიუსტონი ახალი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქთან ახლოს მდებარე ქიმიურ ქარხანაში მოსალოდნელია აფეთქება და მისი პრევენცია უკვე შეუძლებელია.

ობიექტს ერთი კვირაა, არ მიეწოდება ელექტროენერგია და საცავებში, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება, არ მუშაობს გამაგრილებელი სისტემა. აფეთქების საფრთხეც სწორედ ამიტომ შეიქმნა.

პარალელურად, ტეხასისა და ლუიზიანის საზღვარზე მდებარე დატბორილი დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

ბოლო მონაცემით, ქარიშხალმა ჰარვიმ ტეხასში 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ლეონარდო დი კაპრიომ 1 მილიონი დოლარი გადარიცხა.

დღის ამბები