06 ოქტომბერი 2024,   20:18
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში პრინცესა დაიანას გარდაცვალების 20 წლისთავს აღნიშნავენ

დიდ ბრიტანეთში პრინცესა დაიანას გარდაცვალების 20 წლისთავს აღნიშნავენ.

კენსინგტონის სასახლის ბაღში დაიანას ხსოვნის პატივსაცემად გააფორმეს და ის პრინცმა უილიამმა და ჰარიმ დაათვალიერეს.

ბაღში ყველა ის ყვავილი დარგეს, რომელიც პრინცესას უყვარდა. დღეს ბაღში დაიანას ქანდაკება გაიხსნება.

პრინცესა დაიანა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ავარია კი პაპარაცების საქციელმა და დაიანას მძღოლმა გამოიწვიეს, რომელიც მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

დღის ამბები