06 ოქტომბერი 2024,   20:19
ვრცლად
ინდოეთში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ინდოეთში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ტრაგედია ქალაქ მუმბაიში დატრიალდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 24 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, 10-მდე მათგანს კი ამ დრომდე ეძებენ.

6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გამთენიას ჩამოინგრა. გავრცელებული ცნობით, შენობა 100 წლის იყო. ნგრევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მუმბაიში ბოლო დღეების განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, რამაც ქალაქში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები