13 მაისი 2024,   08:09
ვრცლად
უცებ მომიახლოვდა ორი მანქანა, მითხრეს, რომ ავაკოვი პირადად მელოდებოდა - დავით სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ძმა - დავით სააკაშვილი, დაკავების შემდეგ საიმიგრაციო სამსახურში წაიყვანეს. ადგილზ პარტია რუხის (РУХ НОВИХ СИЛ) წევრები მივიდნენ და უწყების წარმომადგენლებს დაკავების მიზეზები გამოჰკითხეს. 

უწყებაში ზუსტი პასუხი შეკითხვაზე, რატომ გადაიყვანეს დავით სააკაშვილი პოლიციელებმა ან ოფიციალურად დააკავეს თუ არა ის, ვერ გასცეს.

საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დავით სააკაშვილი უწყებაში საკუთარი სურვილით მივიდა, თუმცა, თავად მიხეილ სააკაშვილის ძმა ამას არ ადასტურებს.

სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც განაცხადა, რომ დავით სააკაშვილის საბუთებით მისი არაუკრაინული, ანუ ქართული გვარისა და საბუთების ადგილზე არქონის გამო დაინტერესდნენ.

თავად მიხეილ სააკაშვილის ძმა კი აცხადებს, რომ 10-მდე ადამიანმა ის მანქანაში ჩასვა და განუცხადა, რომ უკრაინის შს მინისტრი მას ელოდებოდა, თუმცა, ის საიმიგრაციო სამსახურში მიიყვანეს.

„ვიჯექი მანქანაში, ქალაქის ცენტრში ვგეგმავდი გასვლას და უცებ მომიახლოვდა ორი მანქანა, ერთი იყო დიდი, მიკროავტობუსის მსგავსი. დაახლოებით 8-10 ადამიანი მოვიდა, გამეცნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები და მთხოვეს, მანქანაში ჩავმჯდარიყავი. შემდეგ მითხრეს, რომ ავაკოვთან მივყავდი. პირდაპირ განმიცხადეს, რომ ის მე პირადად მელოდებოდა,“ - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები