19 მაისი 2024,   04:13
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად ცესკომ დაარეგისტრირა

ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად გუშინ დაარეგისტრირა. ელისაშვილის განცხადებით, მათ მოთხოვნილზე ორჯერ მეტი, 20 ათასი ხელმოწერა წარადგინეს ცესკოში.

„მომთხოვეს შემჭიდროვებულ ვადებში 10 ათასი ხელმოწერის მიტანა და ჩვენ მივიტანეთ ორჯერ უფრო მეტი, 20 ათასი ხელმოწერა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, ხელისუფლების გეგმა, რომ ის არჩევნებს გარეთ დარჩენილიყო, ჩაიშალა.

„ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში, ერთის მხრივ, ჩავშალეთ ხელისუფლების გეგმა, რომ მე ბიუროკრატიული ხერხებით დავრჩენილიყავი საარჩევნო პროცესის მიღმა და მეორეს მხრივ, მივაღწიეთ ერთ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები