19 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა - მიხეილ სააკაშვილი

მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ლვოვში გააკეთა. ის ჟურნალისტებთან მას შემდეგ გამოვიდა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. ლვოვში, სასტუმრო "ლეოპოლისში" მესაზღვრეები დილის 7 საათზე მივიდნენ.

მესაზღვრეები განმარტავდნენ, რომ მათ სასტუმროში მიიტანეს ე.წ. პროტოკოლი, რომელიც უნდა გადასცენ მიხეილ სააკაშვილს და აცნობონ, რომ 10 სექტემბერს მან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი. გაფორმდა რამდენიმე დოკუმენტი, მიხეილ სააკაშვილმა სასაზღვრო პროცედურები გაიარა. 

თუმცა ამ პროცედურების გავლამდე, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტრებთან მიმდინარე მოვლენების შეფასება გააკეთა. 

"პირველივე წუთებიდან, როდესაც იქნა მიღებული აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ყოველწუთიერად მიმდინარეობდა კანონის დარღვევა, ამიტომ მაქვს უკრაინის თითოეულ მესაზღვრესთან დიდი თხოვნა, ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა ის ფაქტი, როდესაც გუშინ და გუშინწინ სხვადასხვა საშუალებით დამნაშავეებმა განახორციელეს პროპაგანდა, თითქოს საზღვრის დარღვევის ფაქტზე, შეადარეს დონბასს, უკრაინის მოქალაქეები მიაჩნიათ სულელები, მაგრამ ჩვენ არ გავისულელებთ თავს.

"მზად ვარ გავიარო ყველანაირი პროცედურა, არ არსებობს არანაირო გარემოება, რომ დავარღვიე კანონი. მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომელიც ცდილობს განახორციელოს დანაშაულებრივი მოქმედებები, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი პოზიციების შეცვლას, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. შეგიძლიათ იხილოთ ყველაფერი, როდესაც ფეხი დავადგი უკრაინის მიწაზე, მათ შეეძლოთ შეემოწმებინათ ჩემი პასპორტი, მაგრამ ახლა როგორ გავიგე, ცდილობენ ისე გამოვიდეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ კანონი, მაგრამ კანონი დაარღვიეს თავად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ პოროშენკოს, ავაკოვის და სხვა პირების ბრძანებით, რომლებიც არ აფასებენ კანონებს, კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალს. მზად ვარ, გავიარო ყველა პროცედურა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ უკრაინაში დაიწყო იმ აქტივისტების და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრების დაკავებები, რომლებამც კვირას გადაკვეთეს უკრაინა-პოლონეთის საზღვარი. ეს ინფორმაცია ოფიციალრად არ დასტურდება. თუმცა, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე დიპლომატიური კორსპუსის წარმომადგენლებს ხვდება და აწვდის განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას.  

დღის ამბები