19 მაისი 2024,   00:54
ვრცლად
თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის მოტივი - შსს ვერსიებზე არ საუბრობს

ამ დრომდე უცნობია თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის დეტალები. მოკლულია აზერბაიჯანული წარმოშობის მამაკაცი, რომელიც რუსეთში კრიმინალურ აქტივობებში მონაწილეობის გამო იძებნებოდა. მოკლული მამაკაცი 1975 წელს დაბადებულია, მას აზერბაიჯანული გვარი აქვს თუმცა, უცნობია ის საქართველოს მოქალაქეა თუ აზერბაიჯანის.

ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, მოკლული რუსეთში მომხდარ რამდენიმე კრიმინალურ დანაშაულთან იყო დაკავშირებული და ამის გამო იძებნებოდა. გავრცელებული ცნობით, მკვლელობამდე ის რესტორან „პურის სახლში“ უცნობ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ გაისმა ორმხირივი სროლის ხმა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ერთი ტყვია თავში აქვს ნასროლი.  

შემთხვევის ადგილზე უკვე დაასრულეს მუშაობა ექსპერტ-კრიმინალისტებმა. სავარაუდოდ ამოღებულია 6 მასრა. რესტორნის თანამშრომლები მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. უკვე დაიკითხნენ თვითმხილველები და რესტორნის თანამშრომლები.

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები