19 მაისი 2024,   00:08
ვრცლად
კორტების საქმეზე ირაკლი ფირცხალავას მეუღლე სასამართლოში ჩვენებას აძლევს

ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით იკითხება. ნინო ხვიტია ჩვენებას საქალაქო სასამართლოში აძლევს. მისი მოთხოვნა იყო, რომ მისი დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მომხდარიყო. ის უნდობლობას უცხადებს მთავარ საგამოძიებო უწყებას და პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა.

ნინო ხვიტია სასამართლოში დღეს იმ ვიდეო და აუდიო მასალასაც წარადგენს, რომელზეც, მისი ინფორმაციით, მთავარ მოწმესთან საუბარია ასახული.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლის განცხადებით, კობა გოგატიშვილი ამ ჩანაწერებში მთავარი პროკურორის მოადგილეს ზეწოლასა და ლიკვიდაციის მუქარაში სდებს ბრალს.

„დასამალი არაფერი მაქვს. წარვადგენ ჩანაწერს, რაც მე გამაჩნია. მთავარი მოწმე ისეთ რაღაცეებს ყვება, რომელიც დანაშულის ნიშნებს შეიცავს,"- განაცხადა ნინო ხვიტიამ ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოში შესვლამდე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები