18 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
ჩემი პასპორტი პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას პასპორტი სხვა დოკუმენტებთან ერთად მოპარეს და ამჟამად, ყველაფერი უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს უდევს კაბინეტში. ამის თაობაზე განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს ლვოვში გააკეთა, მას შემდეგ, რაც მან და მისმა ადვოკატებმა უკრაინელი მესაზღვრეებისგან სასაზღვრო პროცედურების სამართალდარღვევის ოქმი ჩაიბარეს. ოქმის გაფორმება ლვოვის ცენტრში ჟურნალისტების თანდასწრებით, საჯაროდ მოხდა.

“დოკუმენტები და პირადობის დამადასტურებელი საბუთი პრეზიდენტს აქვს კაბინეტში. მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ პასპორტი, რომელიც მომპარეს, ჩემს მიერ სანდო ინფორმირებული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია. მას პასპორტი დილით მიუტანეს, როდესაც ის, ჩვენი უკრაინაში დაბრუნების შემდეგ სამსახურში მივიდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამჟამად მაქვს,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები