19 მაისი 2024,   04:56
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" სამტრედიაში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

"ევროპულმა საქართველომ" სამტრედიაში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. ამომრჩევლებს ავთანდილ სტურუა დავით ბაქრაძემ წარუდგინა.

მერობის კანდიდატი რეგიონში არსებულ სოციალურ, სასმელი წყლის, ინფრასტრუქტურულ და სოფლამდე მისასვლელი გზების პრობლემებზე საუბრობს. დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს პარტიის წინა საარჩევნო გეგმაც გააცნო.

"ევროპული საქართველოს" ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება. პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, სამტრედიაში პენსია 20 ლარით მოიმატებს.

დღის ამბები