19 მაისი 2024,   00:54
ვრცლად
"ლეიბორისტები" დემირელის სკოლის აკრედიტაციის შეჩერებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ

"ლეიბორისტულ პარტიაში" დემირელის სახელობის სკოლისთვის აკრედიტაციის შეჩერებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. გიორგი გუგავა, საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლისთვის აკრედიტაციის დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

იგივე მოთხოვნით ხვალ, 12 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეების მშობლები.

„ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღუდგეს აკრედიტაცია, ბავშვებს მისცენ მთავარი კონსტიტუციური უფლების, განათლების მიღების საშუალება და ასევე პედაგოგებს მისცენ საშუალება, რომ გააგრძელონ პედაგოგიური საქმიანობა,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები