19 მაისი 2024,   00:53
ვრცლად
შეიძლება მომკლან, შეიძლება დამაკავონ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი  მის დაკავებას ან ლიკვიდაციას არ გამორიცხავს - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კურიერთან ინტერვიუში გააკეთა, სადაც მან დეტალურად ისაუბრა საკუთარი გეგმების შესახებ.

სააკაშვილი უახლოეს მომავალში მთელი უკრაინის შემოვლას და კიევში უკრაინელ ხალხთან ერთად დაბრუნებას გეგმავს. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი და ხალხის მთავარი მიზანი უკრაინის ოლიგარქების ტყვეობისგან განთავისუფლებაა.

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება მომკლან, შეიძლება დამაკავონ, აქ ჩამსვან, ექსტრადაცია მოახდინონ, ყველაფერი ქნან. მერე რაა, ჩემს 11 წლის შვილსაც ვუყვები, რომ შეიძლება, ასე მოხდეს. მზად ვარ, ბოლომდე წავიდე, მაგრამ ხალხმა უნდა აიღოს ყველაფერი თავის ხელში. ძველ ლიდერებთან ერთად, ახალი ლიდერები გაჩნდა, აქ ამას ვაკეთებთ ზუსტად. დავიძვრებით სხვადასხვა ქალაქში, წავალთ რეგიონებში, ახალ ხალხს წამოვწევთ წინ, ძველ ლიდერებსაც გავაერთიანებთ. საბოლოოდ უკრაინა დაისხნის თავს ოლიგარქატის ტყვეობიდან. ახლა უკრაინა მძევლად ჰყავს აყვანილი, სხვადასხვა ჯურის, სხვადასხვა საზიზღარ ოლიგარქს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ლვოვიდან დღეს მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს პოლიტიკური გზავნილიც გაუგზავნა და განცხადა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ხალხთან ერთად შექმნის სამართლებრივ მექანიზმს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები