19 მაისი 2024,   03:10
ვრცლად
ივანიშვილი და პოროშენკო ძირს უთხრიან ორი ქვეყნის დამოუკიდებლობას - მიხეილ სააკაშვილი

„ივანიშვილი არის ძალიან სუსტი. ის დგას მხოლოდ იმაზე, რა გამოგვივა. არაფრის მაქნისი არაა. ხომ ხედავთ, რამხელა ოლიგარქებს ვეკვეთე აქ და აქაც კი როგორ ყანყალებენ და ვინ არის ივანიშვილი,“ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კურიერთან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა პარალელურად ორ ფრონტზე უწევს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბრძოლა ორივე შემთხვევაში გამარჯვებით დასრულდება.

„ოდნავ თითი თუ გაანძრიეს ქართველებმა, ცოტა თუ გამოიფხიკეს ყურები და თვალები, მე ამ პროცესის ნაწილი ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოში. მინდა, ვუთხრა ქართველებს, რომ მე ერთი წუთით არ ვწყვეტ საქართველოზე ფიქრს. ვიცი, რაზე ვლაპარაკობ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ორივე ერთად გაერთიანდა და ორივეს მოსკოვთან აქვს კავშირი. პოროშენკო რუსეთში ახალ ობიექტებს აშენებს, ივანიშვილს როგორც ჰქონდა რუსებთან ურთიერთობა, ასევე აქვს. ორივე, საბოლოო ჯამში, ძირს უთხრის ორი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მე გავხდი სიმბოლო, ალბათ, ამ ორივე ქვეყანაში სხვებთან ერთად წინააღმდეგობის და ბრძოლის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი მე მებრძვიან. თუ ჩვენ საქართველოში და აქ აუცილებლად გავანძრევთ ხელს, თუ ყველა ერთად გავანძრევთ ხელს, იქაც და აქაც დამარცხდებიან, მერე უკვე პუტინსაც დედა აღარ ეყოლება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები