23 დეკემბერი 2024,   05:04
ვრცლად
რუსთაველი მეტროდან ე.წ. "ქართული მარშის" მონაწილეების მსვლელობა დაიწყო

რუსთაველი მეტროდან ე.წ. "ქართული მარშის" მონაწილეების მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისისკენ მიემართებიან, რადგან, მათი აზრით, ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ქვეყნისთვის სახიფათო საქმიანობას“ ეწევიან.

მოგვიანებით, ე.წ. ქართული მარშის წევრები ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატ კახი კალაძის შტაბთან გადაინაცვლებენ. ისინი მერობის კანდიდატთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების კანონის დაცქარებული წესით მიღებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გამონაკლისები, რომლებიც დეპუტატებმა კანონში შეიტანეს, სასოფლო-სამეურნეო მიწის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე გადაფორმების შანსს ტოვებს.

დღის ამბები