18 მაისი 2024,   23:58
ვრცლად
"აშშ-ს აქვს შეურიგებელი პოზიცია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციის"- ქეთევან ციხელაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ამერიკა ადასტურებს, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაცია. 

"აშშ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს, რომ მას აქვს აბსოლუტურად შეურიგებელი პოზიცია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციის. ამ კონკრეტული ჩანაწერით კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია, რომ მიუღებელია საქართველოს ტერიტორიების შუაგულში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სხვადასხვა დაბრკოლებისა და ბარიკადების მშენებლობა, ექნება ამას მავთულხლართების, მიწათხრილების, ბანერების თუ რაიმე სხვა ფორმა,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

ვაშინგტონში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.

 

 

დღის ამბები