19 მაისი 2024,   07:55
ვრცლად
„ქართული ოცნების“ სიით გასული გორის გამგებელი და საკრებულოს წევრები უსუფაშვილის პარტიას შეუერთდნენ

„ქართული ოცნების“ სიით გასული გორის გამგებელი და საკრებულოს წევრები "შენების" მოძრაობას შეუერთდნენ. პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა კანდიდატები გორში დღეს ოფიციალურად წარადგინა.

გორის გამგებელი და საკრებულოს წევრები, "ქართული ოცნების" დატოვების მიზეზების განმარტებისას აღნიშნავენ, რომ მმართველმა გუნდმა დაპირებები არ შეასრულა და დაპირებულ პრინციპებს გადაუხვია.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი აცხადებს, რომ გამგებელი იყო, თუმცა, არცერთი პარტიის წევრი არ იყო.

„კოალიციიდან გავიდა გარკვეული ადამიანების ჯგუფი და დაიწყო ახალი მოძრაობა. მათთან გავლილი კონსულტაციებით, „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილი პარტიის წევრებთან კონსულტაციით, მათი მოთხოვნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კენჭი მეყარა მოძრაობა „შენებიდან“," - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი. 

დიცის საკრებულოს თანამშრომელი, ზაქარია ვატიტაძე განმარტავს, რომ მმართველი გუნდის დატოვება „ქართული ოცნების“ მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობის გამო გადაწყვიტა.

„ქართული ოცნება" დიცში ვერ გაიმარჯვებს, ვეღარც ისუნთქებს, იმიტომ, რომ ღირსები არ არიან,“ - განაცხადა ზაქარია ვატიტაძემ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ირმა პაპიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ უსამართლობის გამო დატოვა. მისი თმით, 50-მდე ადამიანი ტოვებს პარტიას.

„ცუდი რეპუტაციის ადამიანები არიან პრივილეგირებულ პოზიციებზე. მე ვერ ვიქნები მათნაირი, რასაც ისინი აკეთებენ, გინდაც, პარტიის ფულების ჭამიდან დაწყებული და ა.შ.“ - აცხადებს ირმა პაპიძე.

დღის ამბები