19 მაისი 2024,   06:03
ვრცლად
ლონდონის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე, ვაგონში მომხდარი აფეთქების გამო, ევაკუაცია განხორციელდა

ლონდონის მეტროს ერთ-ერთი სადგურიდან დღეს მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი მატარებლის ვაგონში მომხდარი აფეთქება გახდა. მგზავრები პანიკამ მოიცვა, რასაც ჭყლეტა მოჰყვა. შედეგად, 5 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

აფეთქების ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და მგზავრები გაიყვანეს. ტაუერ ჰილის სადგური რამდენიმე წუთით დაიხურა. ინციდენტი მალევე ამოიწურა, რადგან გაირკვა, რომ ერთ-ერთ მგზავრს მატარებლის ვაგონში მობილური ტელეფონის დამტენი აუფეთქდა.

დღის ამბები