19 მაისი 2024,   07:21
ვრცლად
ქუთაისის განვითარების გენერალური გეგმა სადღეგრძელო უფრო იყო - "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ქუთაისში

„ქუთაისმა დაკარგა დღეს პარლამენტი,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ქუთაისში, დავით გოგისვანიძემ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვნად არ მიიჩნია ის საკითხი, რომ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი შეენარჩუნებინა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის წინა კანდიდატი სწორედ ამ თემით აპელირებდა.

„წინა მერობის კანდიდატის დანაპირები ფუჭი აღმოჩნდა, როგორც ეს დღეს ყველამ ვიხილეთ,“ - განაცხადა დავით გოგი სვანიძემ.

მან აღნიშნა, რომ წინა მერის პირობებში ქუთაისის გენერალური განვითარების რეალური გეგმა, სამწუხაროდ, არ შემუშავდა.

„ეს პროექტი წინა მერის პირობებში ჩვენ მივიღეთ, მაგრამ ამას უფრო სადღეგრძელოს ქუთაისზე დავარქმევდით, ვიდრე განვითარების გეგმას,“ - აღნიშნა დავით გოგისვანიძემ.

მისი თქმით, "ერვოპული საქართველოს" მთავარი პარტიული დაპირება, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაა.

დღის ამბები