19 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
ეჭვი მეპარება, რომ თქვენ ქუთაისი გიყვარდეთ - კამათი "ენმ"-ს და "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის

„რაღაც ეჭვი მეპარება, რომ თქვენ ქუთაისი გიყვარდეთ“ – „ქართული ოცნების“ და „ენმ“-ს ქუთაისის მერობის კანდიდატმა „არჩევანის“ ეთერში იკამათეს.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ „ენმ“-ის წევრს, გრიგოლ ვაშაძეს უსაყვედურა, რომ იმ გზებს არ აცნობს, რითაც ქუთაისში ტურიზმის განვითარებას გეგმავს.

„ანუ მერი თუ არ გახდება მას არ აინტერესებს ქუთაისი. თუ იცის ეს გზა გვასწავლოს ჩვენც,“ - მიმართა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

ჭირღვაიას მიმართვას გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა და უთხრა, რომ ყველაფერს ჩამოუწერს.

„ქრონიკა პლუსის“ ჟურნალისტი, ხვიჩა ვაშაყმაძე კი დაინტერესდა გამოიწვევს თუ არა ტურისტების რაოდენობის შემცირებას ისტორიული ძეგლების და ინფრასტრუქტურის განადგურება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ბიუროკრატიის ხარჯების შემცირება, დაახლოებით, 10 მილიონამდე ლარს დაზოგავს. ამის გარდა, მან აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განსავითარებლად დაფინანსებას მოიზიდავს. ვაშაძის თქმით, მისი პარტია ლიტვასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. 

დღის ამბები