19 მაისი 2024,   18:45
ვრცლად
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე - ბათუმში ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანიას შესაძლოა მიწის ნაკვეთი გადაეცეს

ბათუმში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სადაც ასევე მსჯელობენ, გადასცენ თუ არა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ბიზნესდეველოპმენტს“ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლზე და მწვანე კონცხის ნაწილზე მიწის ნაკვეთები.

საუბარია ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლის 6 ათას კვ. ტერიტორიისა და 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემაზეც.

ოპოზიციის ინფორმაციით, მიწის გადაცემას საკრებულო 50 წლიანი იჯარით და აჭარის მთავრობის თანხმობით გეგმავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ამ მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დღეს დილით განხორციელდა, ბათუმის საკრებულო კი მას შემდეგ შეიკრიბა, რაც მათი განცხადებით, სერიოზული დარღვევაა.

„უნიკალური ბოტანიკური ბაღის ნაცვლად, რომლითაც არა მხოლოდ ბათუმელები, არამედ ყველა ვამაყობდით, გვექნება ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს ეზო,“ - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ კი, სხდომა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო. ლაშა სირაბიძის თქმით, რიგგარეშე ჩვეულებრივ სხდომას გულისხმობს. 

ბათუმის მერიის ქონების მართვის და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, გოგა ლომაძე „კურიერთან“ ადასტურებს, რომ ზღვის სანაპირო ზოლის ტერიტორიის ნაწილი „ბიზნესდეველოპმენტს“ უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს, თუმცა სარგებლობაში და არა საკუთრებაში, მოვლა-პატრონობისთვის. მისი თქმით, საუბარია 6 ათას კვ.მ მიწის ფართობზე. 

დღის ამბები