საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი, გიორგი კაკაურიძე ბიუჯეტის ახალ პროექტზე საუბრობს. კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ვალს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იღებს.
მომდევნო წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, საბიუჯეტო სახსრები 10 მილიარდ 911 მილიონი იქნება. მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა, დაახლოებით, სახელმწიფო ვალად 2 მილიონი ლარის აღებას გეგმავს.
სახელმწიფო მთავრობა ბიუჯეტის მიხედვით, რამდენიმე უწყების დაფინანსებას მნიშვნელოვანწილად გაზრდის, მათ შორის, რეგიონული განვითარების სამინისტროს. ასევე, იგეგმება რამდენიმე უწყების ბიუჯეტის შემცირებას. მომდევნო წლის ბიუჯეტის მიხედვით, შემცირების ყველაზე დიდი წილი ეკონომიკის სამინისტროზე მოდის.
„ვალის აღება ხდება მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ როგორც ტურისტული პოტენციალი, ასევე, სატრანზიტო პოტენციალი გაიზარდოს. სწორედ ამ პროექტების დაფინანსებას ემსახურება ეს დამატებით მიღებული სახსრები,“ - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მომდევნო წლის ბიუჯეტში პენსიების მოცულობაზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება, პენსიების ნაწილს, პენსიების მოცულობა, 2018 წლის წარმოდგენილ ვერსიაში გაზრდილი არ არის,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.