20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო შეიარაღების შესყიდვების ნაწილში დანახარჯების გაზრდას გეგმავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს სტანდარტების შესაბამისად, შეიარაღების შესყიდვების ნაწილში დანახარჯების გაზრდას გეგმავს - ლევან იზორია მომავალი წლისთვის მისი უწყებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის პროექტს ეხმიანება.

„კიდევ უფრო გავზრდით პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც შეიარაღების შესყიდვებს უკავშირდება. ნატოს სტანდარტია, რომ თითოეულმა ქვეყანამ არა მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% გამოყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, არამედ შესყიდვებიც აწარმოოს გონივრულად. კერძოდ, შესაბამისი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ეკონომიკისა და ენერგეტიკის უწყებებს დაფინანსება უმცირდებათ, თუმცა თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ბიუჯეტი არ მცირდება - პირიქით, ის 10 მილიონი ლარით იზრდება.

დღის ამბები