20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
დაპირისპირება უფლისციხისკენ მიმავალ გზაზე - დაკავებულია აქციის ორი მონაწილე

ხმაური და დაპირისპირება უფლისციხისკენ მიმავალ გზაზე - სოფელ ქვახვრელის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვენ.

მათ გზა გადაკეტეს, რის გამოც მუზეუმში მიმავალ ტურისტებს რამდენიმე საათის განმავლობაში ლოდინი მოუხდათ.

გზის გახსნა სამართალადმცავებმა სცადეს, რასაც პოლიციას და მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დაკავებულია აქციის ორი მონაწილე, მათ შორის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ადუაშვილი.

ამ დროისთვის ქვახვრელი-უფლისციხის გზა გახსნილია, თუმცა პოლიცია ადგილზე რჩება.

 

 

ფოტოები სოციალურ ქსელში მომხმარებელმა მოგვაწოდა. 

დღის ამბები