20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტი მოსკოვში და რუსეთის დუმის დეპუტატების საქართველოს მიმართ გახმოვანებული მუქარა

პატრიოტთა ალიანსი მეორე დღეა, მოსკოვში შეხვედრებს რუს დეპუტატებთან მართავენ. ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი, საქართველოს ისევ ემუქრება.

კალაშნიკოვის თქმით, პოსტსაბჭოთა ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების განაცხადი, რუსეთის უსაფრთხოებაზე თავდასხმად აღიქმება და მსგავსი გადაწყვეტილებები საომარი მოქმედებებით სრულდება.

ლეონიდ კალაშნიკოვმა პოლიტიკური შეფასებების გარდა, საქართველოში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც დაიწუნა. დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელისუფლებას ბორჯომის ხანძრის დროს რუსეთის დახმარებაზე უარის თქმის გამო უსაყვედურა.

ქართველმა კოლეგებმა რუსი დეპუტატები საქართველოში საერთაშორისო ფორუმზე დაპატიჟეს. პატრიოტთა ალიანსის წევრები ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქში რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ და ნატოსთან ურთიერთობას მხოლოდ ამ პირობით თანხმდებიან.  

ტელეკამერების წინ დღეს არ გამოჩენილა პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, დავით თარხან მოურავი. ის მოსკოვში იმყოფება და არაფორმალურ შეხვედრებს მართავს, მაგრამ ვისთან, ამის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

პატრიოტთა ალიანსის წევრები რუსეთის დედაქალაქში ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე მეორედ ჩავიდნენ. ქართველი დეპუტატების ამბობენ, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ისინი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებზე სალაპარაკოდ ჩადიან. 

დღის ამბები