20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტთან შეხვედრას ვენეციაში ვიზიტის გამო ვერ დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციაში ვიზიტის გამო ვერ დაესწრება. ირაკლი კობახიძე ევროპაში ვენეციის კომისიის სხდომაზე დასასწრებად რამდენიმე საათის წინ გაემგზავრა.

პარლამენტის სპიკერი ევროპელ ექსპერტებს საკონსტიტუციო რეფორმაზე საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხვდება.

პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილისა და მმართველი გუნდის ლიდერების შეხვედრაზეც საუბრობს.

„მოლოდინი არის რა თქმა უნდა პოზიტიური. გამომდინარე იქიდან, რომ  ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა. დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული. რაც შეეხება მოლაპარაკებას, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, ის შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმებით,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომისია საკუთარი მოსაზრებების გასაჯაროებას კვირის ბოლომდე გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები