“ნაციონალური მოძრაობა” „ქართულ ოცნებას” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპოზიციურმა პარტიამ ბრიფინგზე ფოტო მასალა წარადგინა, რომელზეც, მათი თქმით, ასახულია თუ როგორ იყენებენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წინასაარჩევნო აგიტაციისას ადმინისტრაციულ რესურსს.
ერთ-ერთ მაგალითად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე მოიყვანეს, რომლის Facebook გვერდზე ფოტო მასალა გავრცელდა, სადაც კანდიდატი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფება და სალიკვიდაციო სამუშაოებს ათვალიერებს.
„აჭარის, თითქმის, ყველა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი კანონს უხეშად არღვევს და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს,“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ინფორმაცია შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდეს. ფაქტების შესწავლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დაიწყო.