18 აპრილი 2024,   21:48
ვრცლად
დავით ბაქრაძემ ოზურგეთის მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოზურგეთის მერობის კანდიდატთან მიშა გოგოტიშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას რაიონში შემავალი სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. შეხვედრა სოფელ ძიმითში გაიმართა.

რეგიონისთვის დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა გაზიფიკაცია და სოფლებამდე მისასვლელი გზები, არ არის მოგვარებული საკანალიზაციო სისტემის საკითხი.

გურიის სხვა რაიონების მსგავსად, მოსახლეობა აქაც ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავლის კომპენსაციის და ზარალის ანაზღაურების საკითხს აყენებს.

დღის ამბები