20 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ივანიშვილისთვის ერთ ლარად გადაცემული მიწა - ოპოზიცია საკრებულოს ხმაურიან სხდომას აანონსებს

ბიძინა ივანიშვილისთვის თავისუფლების მოედანზე 1900 კვ.მ მიწის ფართობის ერთ ლარად გადაცემას მხარი თბილისის მთავრობამ დაუჭირა. პუშკინის სკვერის გარდა, მერიამ თანხმობა განაცხადა, რომ თაბორის მთაზე 5000 კვ.მ-მდე ფართი ყოფილ პრემიერს დაუკანონოს.

დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია ივანიშვილისთვის ერთ ლარად თბილისის ცენტრში მიწის გადაცემაში პრობლემას ვერ ხედავს.

უპრეცედენტოდ დაბალ ფასად ივანიშვილის კომპანიისთვის ტერიტორიების გადაცემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს. ოპოზიცია წინასწარ აანონსებს, რომ სხდომა ხმაურიანი იქნება.

ოპოზიცია ყველა მექანიზმის გამოყენებას აპირებს იმისთვის, რომ უმრავლესობამ საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლოს. როდის გაიმართება საკრებულოს სხდომა, ჯერჯერობით უცნობია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები