ზუგდიდში საარჩევნო ბლოკი დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მან შეკრებილებს გეგმები და ის პრიორიტეტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც გეგმავენ. მან ამომრჩევლებს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გურგენ სართანია წარუდგინა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
“ქართულმა ოცნებამ" ის შეურაცხყოფა რაც მიაყენა ზუგდიდს, რომ ახალიას დროინდელი კუდის უფროსი წარადგინა ზუგდიდის მერად, ეს შეურაცხყოფა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. თუ გვინდა, რომ ამ სამარცხვინო მიდგომას ჩვენ ღირსეული პასუხი გავცეთ, მოვუწოდებ მოვიდეს და მხარი დაუჭიროს დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს კანდიდატებს,“ - განაცხადა კუკავამ.