იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის შენობა დღეს გახსნა. პოლიციის ახალი ოფისი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
თეა წულუკიანმა დღეს, ასევე, რამდენიმე პოლიციელი გაწეული სამუშაოებისათვის ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
იუსტიციის მინისტრი დღეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაატარებს. დღის მეორე ნახევარში იგი აღსრულების პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.